კომპანია „ეკოკემიკა სერვის ჯგუფი“ წარმოადგენს Ekokemika International-ის წარმომადნელობას საქართველოში.
კომპანია აწარმოებს პროდუქციას, რომლის ფორმულებიც შემუშავებულია Ekokemika International-ის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას, ხოლო ნედლეული, რომელიც გამოყენებულია პროდუქციის შესაქმნელად წარმოებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში.
სპეციალური ფორმულა დამზადებულია საქართველოს გარემოსთვის. აქ გათვალისწინებულია წყლის სიხისტის ხარისხი, გარემოს დაბინძურების ხარისხი, ასევე ის ტექნოლოგიები, რისი მეშვეობითაც მუშაობენ ადგილობრივი ავტოსამრეცხაოები.
კომპანიის პროდუქცია აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ ევროპულ სტანდარტებს, რაც ითავალისწინებს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას და გარემოში ბიოდეგრადირებულობას.
ეკოკემიკა - ევროპული ხარისხის ქართული წარმოებაა. ჩვენთან წარმოებული ხსნარები თავსებადია გარემოსთან, არ აზიანებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე ავტომობილის ძრავის ზედაპირს და ქრომირებულ ნაწილებს.
საქართველოში წაროებული პროდუქცია გადის Ekokemika International -ის ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლს. ამ ეტაპზე კომპანია, გარდა ავტოკოსმეტიკისა ახორციელებს ჩვეულებრივი და თვითმომსახურების ტიპის ავტოსამრეცხაოებისათვის ნებისმიერი ტიპის და ფუნქციების მქონე აპარატურის მონტაჟს და შემდგომ მომსახურებას.
ჩვენი მისია: მუდმივი ზრუნვა ხარისხზე და მომსახურებაზე.
ესარის ხსნარის ფორმულების მუდმივად დახვეწა და მორგება დღევანდელ გარემოსთან.
ეს ასევე ნიშნავს საიმედოობას - ჩვენთან შესყიდულ საქონელზე ვრცელდება გარანტია და შემდგომი მომსახურება.
ჩვენი ინოვაციური მიდგომები გულისხმობს :
განსხვავებული ტიპის სამრეცხაოების მონტაჟს, სადაც შესაძლებელია სამრეცხაო ბოქსში მხოლოდ მართვის პანელი დაიდგას, ხოლო აპარატურა ცალკე ოთახში დამონტაჟდეს. ეს კი ამცირებს ხმაურს და იცავს აპარატურას გარემო უარყოფითი ზემოქმედებისაგან.
ასევე შესაძლებელია წყლის მაღალი წნევის შლანგები განთავსდეს ისე, რომ ნაკლები ძალისხმევა მოითხოვოს მრეცხავისგან ავტომობილის რეცხვის პროცესში, ასევე ამ დროს შლანგი დაცულია მყარ ზედაპირზე ხახუნით გამოწვეული ცვეთისაგან.